weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თეიმურაზ კუპატაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

13:55 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის მოადგილედ დაინიშნა.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას.

თეიმურაზ კუპატაძე საპატრულო პოლიციის უფროსად შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 2017 წლის ნოემბერში დანიშნა. 2017 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, 2015 წლის გაზაფხულიდან კი საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მანამდე თეიმურაზ კუპატაძე აჭარის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა. 2012 წელს იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, უფრო ადრე კი საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]