weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახმეტაში 28 წლის მამაკაცი მოკლეს

16:26 პარასკევი, 01 თებერვალი 2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში 28 წლის მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ამავე სოფელში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული გ.პ. დააკავეს. მკვლელობა დღეს მოხდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1990 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.პ. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]