weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ახმეტაში, თელავსა და გურჯაანში 39 საფლავი გაქურდა - შსს

19:07 პარასკევი, 01 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ე. ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეაჩერეს „ფოლკსვაგენ პასატის“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც გ.ე. მართავდა. ავტომანქანის საბარგულში საფლავის მესერის ალუმინის ნაკეთობები აღმოაჩინეს, რომლებიც, შსს-ს ცნობით, ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით ჰქონდა მოპოვებული.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რაიონებში 39 საფლავი გაქურდა, კერძოდ, საფლავების მესერების ალუმინის ნაკეთობებს შემდგომი რეალიზების მიზნით, ფარულად დაეუფლა“, - განაცხადეს შსს-ში.

სამინისტროს ინფორმაციით, გ.ე.-ს, ნარკოდანაშაულის გამო, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ავტომანქანის მართვა აკრძალული ჰქონდა.

გამოძიება ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 381 მუხლის 1-ლი ნაწილით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]