weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში ბედნიერების ძეგლი დადგეს

11:35 შაბათი, 02 თებერვალი 2019

საბურთალოზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ბედნიერების მონუმენტი და სკვერი გაიხსნა. იდეა ექიმ არსენ გვენეტაძეს ეკუთვნის, მონუმენტის ავტორი კი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. გახსნის ღონისძიება გუშინ, უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

„სკულპტურული კომპოზიცია ბედნიერება წარმოადგენს ბედნიერების, როგორც ცნების, განზოგადებას, რისთვისაც ქანდაკებაში გამოყენებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის აღმნიშვნელი 5 ოლიმპიური ფერი.

სკულპტურის დამაგვირგვინებელ კომპოზიციურ დომინანტს წარმოადგენს კაშკაშა მზის სიმბოლო, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის და ბედნიერების უშრეტი წყარო.

„დაბადება“, „აღმასვლა“, „განათლება“, და „წარმატება“ ბედნიერებაა, როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე მთელი სამყაროსთვის, რადგან ყველა ამ ცნების ერთობლიობა ადამიანს ანიჭებს შინაგან თავისუფლებას - ბედნიერებას“, – ნათქვამია მონუმენტის აღწერაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]