weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

აჭარის განათლების სამინისტრომ საზღვარგარეთ სწავლის კონკურსი გამოაცხადა

11:22 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის „სწავლა საზღვარგარეთ“ ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა. პროგრამის მონაწილე აჭარის მთავრობისგან გრანტის სახით 12 500 ლარს მიიღებს.

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძლების მსურველთა განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეორე და მესამე საფეხურის, ასევე პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს.

„ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით, ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს გრანტს არაუმეტეს 12500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით“, – აცხადებენ აჭარის განათლების სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეპროგრამის ბენეფიციარებს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსით გამოავლენს. გამარჯვებული განმცხადებელი საგრანტო განაცხადების შეფასებისა და გასაუბრების შედეგების დაჯამების საფუძველზე გამოვლინდება.

საგრანტო კონკურსის დებულება, განაცხადის ფორმა, უნივერისტეტების სია და სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]