weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების სურვილი მისმა მოძღვარმა გამოთქვა

17:25 ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების სურვილს მისი მოძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე გამოთქვამს. როგორც მან აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, საპატრიარქოსგან კურთხევა უკვე არსებობს და მამალაძის ზიარება ყველა მოძღვარს შეუძლია.

„რა თქმა უნდა, მეც ვისარგებლებ ამ კურთხევით. საერთოდ, მოძღვარი თვითონ წყვეტს, აზიაროს თუ არა ესე თუ ის პიროვნება, ეს აღსარების მიხედვით არის - როგორი აღსარება ექნება. მე მაქვს და ყოველთვის მქონდა სურვილი“, – აცხადებს მოძღვარი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა, მისი ზიარების მოთხოვნით, 4 თებერვალს საპატრიარქოსთან აქცია გამართეს და კარავი გაშალეს. 5 თებერვალს საპატრიარქომ განაცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კარვის დადგმამ „საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს“, რაც საპატრიარქოსთვის მიუღებელია.

„ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]