weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დღეს ჩვენი სისტემა სრულად დეპოლიტიზებულია – განათლების მინისტრი

01:33 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

დღეს ჩვენი სისტემა სრულად დეპოლიტიზებულია, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ზუგდიდის მე-6 სკოლის თემის პოლიტიზება, მგონია, რომ ზედმეტია. არ მინდა ძველი დროის გახსენება. არც შედარებებს ვაკეთებ. თუმცა ძალიან ბევრი მაგალითის მოტანა არის შესაძლებელი. ჩვენი მიზანი, ჩვენი მოწოდება არის სკოლის რეფორმა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ახალი დღის წესრიგის შექმნა“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების კომიტეტში.

განათლების მინისტრმა საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ მზად ვართ, თუმცა არ ვეთანხმებით, რომ თუნდაც პოლიტიკური რისკების თავიდან ასაცილებლად საარჩევნო პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი. თქვენ ხართ პოლიტიკოსები და შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება“, – თქვა ბატიაშვილმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.

განათლების სამინისტროს განმარტებით, სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა. ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. თუმცა საბჭომ დასკვნა არ გაითვალისწინა და ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]