weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ეუთოს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

10:26 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პირველი, რაც საქართველოში ვიზიტისას გააკეთა, ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლა იყო.  

„ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას - ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, რათა პირადად მენახა არსებული ვითარება“, – წერს მიროსლავ ლაიჩაკი Twitter-ზე.

მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოს გუშინ ეწვია. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]