weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთით უნებართვოდ სარგებლობა ჯარიმას გამოიწვევს

12:24 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ათასი ლარით. თუ სამართალდამრღვევი პირის ვინაობა ვერ დგინდება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით ზომები მიიღოს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ახალი რეგულაციები თბილისის მუნიციპალიტეტს არ ეხება.

საკანონმდებლო ცვლილება ბიუროს სხდომაზე დღეს იხილება. კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები - ზაზა გაბუნია, გიორგი კახიანი, მერაბ ქვარაია და კობა ლურსმანაშვილი არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]