weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ახალქალაქში ათამდე სოფლის სახელი აბრებზე შეცდომით წერია

12:22 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია. ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, ერთ-ერთუძველესი სოფლის, მაჭატიას შესასვლელში აბრაზე „მაჯადია“ წერია.

მაჭატიას მცხოვრებლების თქმით, ახალი აბრა ორი წლის წინ დადგეს, რისთვისც ნებართვა გამგეობიდან მიიღეს. წარწერა ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზეა გაკეთებული.

მაჭატიის მსგავსად, სახელწოდება დამახინჯებულია მეზობელ სოფელ ბუღაშენშიც, სადაც აბრაზე „ბაგაშენი“ წერია. „ტირკნა“ წერია სოფელ თირკნას აღმნიშვნელ აბრაზე.

სოფელ ზაკვის შესასვლელში აბრაზე „ზაქვი“ წერია, თუმცა ბოლო ორი ასო საღებავით არის გადაშლილი.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, სოფლების აბრების ფოტოები სოციალურ ქსელში პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, მსგავსი პრობლემა ჯავახეთის ბევრ სოფელშია.

„წლების წინ აბრაზე სახელწოდება შეიცვალა სოფელმა ღადომ, ახლა აქ ღადოლარი წერია. ქართულ ტიპონიმებზე აგრესია საუკუნეებია მიდის, მაგრამ ეს ჩვენს დროშიც რომ არ სრულდება და არ კონტროლდება, ესაა გულსატკენი. იმდენად ადგილობრივებზე არ მწყდება გული, როგორც ჩვენს სტრუქტურებზე, გულგრილად ეკიდებიან ამ ყველაფერს.

ნინოწმინდა–ახალქალაქის შორის სოფლებია, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ფირნიშები. ამიტომ პერიოდულად ადგილობრივები დგამენ რაღაცას, ცხადია დამახინჯებულს და არასწორად“, – ამბობს პუბლიცისტი.

ახალქლაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი აცხადებს, რომ აბრებზე სოფლების შეცვლილი სახელების შესახებ ინფრომაცია არ აქვს. მისი თქმით, ამ საკითხით დაინტერესდება.

„სამხრეთის კარიბჭემ“ საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც მიმართა რათა გაერკვია, რომელმა კომპანიამ დაამოტაჟა ცენტრალურ გზაზე სოფლის აღმნიშვნელი აბრები. როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, ამ საკითხს გაარკვევენ.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]