weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალქალაქში ქალის მოტაცებისთვის ოთხი მამაკაცი დააკავეს

17:41 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

ახალქალაქში ქალის მოტაცების ბრალდებით ოთხი მამაკაცი დააკავეს. დადგენილია კიდევ ერთი პირის ვინაობა, თუმცა ამ დროისთვის ის დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობით ისჯება.

30 წლის ქალი ხუთმა მამაკაცმა 9 თებერვალს მოიტაცა. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. როგორც ბრალდებულებმა სამართალდამცველებთან განაცხადეს, ქალი ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცეს.  

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ორი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი 12 თებერვალს განიხილა და მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს აღიარებენ. მისივე ინფორმაციით, ქალმა საკუთარ ჩვენებაში მიუთითა, რომ მოტაცება მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]