weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2020

აჭარაში 8 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედებისთვის სასტუმროს მფლობელი დააკავეს

11:49 შაბათი, 16 თებერვალი 2019 hits 525

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 29 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით პოლიციას ბავშვის დედამ მიმართა. მისი თქმით, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას არაერთხელ ჰქონდა ადგილი იმ საოჯახო სასტუმროში, სადაც მუშაობდა და შვილებსაც ხშირად ტოვებდა. ქალი ამბობს, რომ მამაკაცი სასტუმროს მფლობელია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

სტატისტიკური მონაცემებით, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით, 2018 წელს სამართალდამცავებმა 116 პირი ამხილეს. აქედან 86 პირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირშია (სსკ-ის 140-ე მუხლი) მხილებული; 4 პირი მხილებულია გაუპატიურებაში (სსკ-ის 137-ე მუხლი), 2 -სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში (სსკ-ის 138-ე მუხლი), 24 კი გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი).

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას გეგმავს. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირებს მთელი რიგი უფლებები შეეზღუდებათ, მათ შორის აღარ ექნებათ სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება. გარდა ამისა, შსს-ში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა შეიქმნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]