weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2021

შსს-მ თბილისში მაღაზიებისა და ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების 4 ფაქტი გახსნა

11:28 კვირა, 17 თებერვალი 2019 hits 567

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში ყაჩაღობის სამი ფაქტი გახსნეს და ოთხი პირი დააკავეს. ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული ლ.ც. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და მიიმალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მარკეტიდან გატაცებული ფული – 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს 1994 წელს დაბადებული ი.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის – ა.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ვ.მ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან სანზონაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით, 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა.

„პოლიციამ, ვ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, სიგარეტები, დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

 სამივე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის ქოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]