weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გორის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე დეკორაციები მოიპარეს

16:29 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019
ფოტო: გორის მუნიციპალიტეტის მერია ფოტო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

გორში, ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე, მოაჯირს, რომელიც მდინარე მეჯუდას მიუყვება, ყოველდღიურად დეკორატიული ნაწილები აკლდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მოაჯირზე ე.წ. სფეროების მხოლოდ ორი მესამედია დარჩენილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ მოპარულ სფეროებს ღირებულება არ აქვს.

„ძალიან მსუბუქია, ჯართში ჩასაბარებლადაც არ გამოდგება. ღირებულება არ აქვს და მაინც იკარგება, ეს გვიკვირს“, – ამბობს გორის მერი.

მისივე თქმით, ქურდობის შესახებ სამართალდამცველებისთვის ამ დრომდე არ უცნობებიათ.

გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]