weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სურსათის სააგენტომ ახმეტაში ოთხი საბავშვო ბაღი დააჯარიმა

13:28 ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის N4, ხორხელის, დუმასტურისა და ყვარელწყლის საბავშვო ბაღები დააჯარიმა. სააგენტოს წარმომადგენლის, ნანა ახალმოსულიშვილის განმარტებით, გაცემული მითითებების შეუსრულებლობის გამო, თითოეული ბაღი 1200 ლარით დაჯარიმდა.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ ბაღებში გამოავლინა არაკრიტიკული შეუსაბამობები, ანუ შეუსაბამობები, რაზეც შეიძლება მითითება გაიცეს, ვადა დადგინდეს და ვადის გასვლის შემდეგ გადამოწმდეს. ზოგიერთ საბავშვო ბაღში სურსათის საწყობი არასათანადოდ იყო მოწყობილი, კედლები და იატაკი არ იძლეოდა სათანადოდ გაწმენდის შესაძლებლობას, ზოგან კი სამზარეულოში არაეფექტური ვენტელაციის არსებობა დაფიქსირდა“, - ამბობს ნანა ახალმოსულიშვილი „რეგინფოსთან“.

საბავშვო ბაღებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებების შესასრულებლად ვადა მაისის ბოლომდე განესაზღვრათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]