weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ 500 კგ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოვიღეთ - სეს

11:32 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს და ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.

სეს-ის განცხადებით, სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები, სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის, უკანონოდ განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და სხვა. ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონით გათვალისწინებული სანქციები.

„გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა არაორგანიზებული ვაჭრობის, ე.წ. გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები, რის შესახებაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აცნობა თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]