weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

დავით ფერაძემ სს „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა

10:55 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

25 და 26 თებერვალს, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ უმასპინძლა სს „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას, რომელსაც მმართველობის თავმჯდომარე საუატ მინბაევი ხელმძღვანელობდა.

სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო The Biltmore Hotel-ში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

მხარეებმა იმსჯელეს შუა დერეფნის განვითარების გზებზე, ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებზე, მომსახურების გაუმჯობესებასა და აღნიშნული დერეფნის მარშრუტის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივაზე.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]