weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვენაში ქართველ სტუდენტს, ანრი ლომიძეს ეძებენ

12:36 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

ავსტრიის დედაქალაქში მცხოვრებ ქართველ სტუდენტს, ანრი ლომიძეს მეოთხე დღეა ეძებენ. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმირებული არიან ავსტრიის სამართალდამცავი ორგანოები და საქართველოს საკონსულო.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ანრი ლომიძე წარმოშობით ქუთაისიდანაა და ორი წელია ვენაში ცხოვრობს. მისი მეგობარი, ზურა გორგაძე ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკა ლომიძე ბინას უკრაინელ სტუდენტებთან იყოფდა და სავარაუდოდ, სწორედ მათთან კონფლიქტის შემდეგ გაუჩინარდა.

„როგორც ვიცით, რაღაც შეკამათება მოსვლია, ტანსაცმელი წამოუღია და გამოსულა გარეთ. ეს მოხდა კვირას. შემდეგ, კვირავე დღეს, აქ ერთი სტუდენტური საცხოვრებელია, სადაც ეგულებოდა თავისი ახლობლები, მეგობრები, იქ მისულა და ზემოთ რაღაც სახელებს ყვიროდა, ვიღაცას გადმოუხედია სტუდენტური საცხოვრებლიდან და უთქვამს - სახლში არ არის ვისაც ეძებო. ამის შემდეგ, სტუდენტური საცხოვრებლიდან ერთ-ერთი ადამიანი ქვემოთ ჩამოსულა და მანქანაზე იდო მხოლოდ ყურსასმენები, მეტი არაფერიო. ეს არის ის, რაც ვიცით, ამის შემდეგ გაუჩინარებულია“, – ამბობს ზურა გორგაძე სატელეფონო ინტერვიუში.

ვენაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს და ამ ეტაპისთვის, რაიმე კონკრეტულ შედეგზე საუბარი შეუძლებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]