weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აბანოს უღელტეხილზე უფასო Wi-Fi-ს მიღება გახდა შესაძლებელი

09:52 შაბათი, 01 ივლისი 2017

თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაა შესაძლებელი. Wi-Fi სიგნალი 40-50 მეტრის რადიუსში ვრცელდება და 1 მეგაბიტ/წამამდე ინტერნეტი ყველასთვის ღია და უფასოა.

"უღელტეხილზე ვინც ავა, ყველას ექნება საშუალება ინტერნეტი მიიღოს. Wi-Fi წელს უფასო იქნება. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ორი დამატებითი ანძის ინსტალაცია მოხდება, რათა ომალოსა და მიმდებარე სოფლებშიც იყოს ინტერნეტის მიღების საშუალება. პირველ ეტაპზე ინტერნეტი ყველას ეყოფა. თუ საჭირო იქნება ახალ თეფშს დავაყენებთ, რომ სიმძლავრე გავაორმაგოთ", - უთხრა "რეგინფოს" "საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის" დირექტორმა უჩა სეთურმა.

მისივე თქმით, ინტერნეტსიგნალი თელავის რაიონის სოფელ რუისპირიდან აბანოს უღელტეხილზე დამონტაჟებულ მიმღებს უკვე ერთი კვირაა გადაეცემა.

თუშეთის სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტს "თუშეთის განვითარების ფონდი", კომპანია "ფრინეტი" და "საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია" ახორციელებენ.

თუშეთში 52 სოფელია, თუმცა უმეტესობა დაცლილია. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთელ თუშეთში 47 ადამიანი ცხოვრობს. რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ამ ეტაპისთვის ოპტიკური ქსელის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]