weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

კვარიათში ავტომანქანა ზღვაში გადავარდა

10:24 შაბათი, 01 ივლისი 2017

კვარიათში მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში გადავარდა. შემთხვევა 30 ივნისს, ღამით მოხდა. მაშველებმა მგზავრების ავტომანქანიდან ამოყვანა მოახერხეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.

"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ორ ახალგაზრდას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

საგანგემო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საზღვაო სეზონის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სულ 135 მაშველია მობილიზებული. სანაპიროზე ისინი გათენებიდან დაღამებამდე მუშაობენ. ხოლო ღამით, როდესაც მხედველობის არეალი შეზღუდულია, რეაგირება 112-ზე შესული ზარების საფუძველზე ხდება.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]