weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსთავში CO-თი ოჯახის 7 წევრი მოიწამლა

10:24 ორშაბათი, 04 მარტი 2019

რუსთავში, მე-11 მიკრო-რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის შვიდი წევრი მოიწამლა, აქედან 6 ბავშვია, ერთი კი მათი ბებია. შემთხვევა წუხელ მოხდა. ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„სასწარაფო დახმარების მიერ შემოყვანილია ექვსი ბავშვი. ბინაში წყლის გამათბობლით სარგებლობისას, ორმა ბავშვმა გონება დაკარგა, დანარჩენებს კი თავის ტკივილი და ღებინება განუვითარდათ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა ლია ქორთიაშვილმა.

ექიმის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი ცხრა წლის, ყველაზე უმცროსი კი ერთი წლის არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]