weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზუგდიდში EUMM-ს თანამშრომლის მანქანიდან აკუმულატორი მოიპარეს

00:35 სამშაბათი, 05 მარტი 2019

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM)  ზუგდიდის ოფისის თანამშრომლის ავტომობილიდან დაუდგენელმა პირებმა აკუმულატორი მოიპარეს.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, აკუმულატორის გარდა, მოპარული ტრანსპორტის მფლობელის პირადი ნივთებიც.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამოქალაქო მისიაა, რომელიც საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა. იგი ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. EUMM-ს სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]