weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2020

საჯარო რეესტრს ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია

15:00 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 hits 251

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეფორმებს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა. მან სტუმრებს რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგადაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში "Doing Business”  მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.    

საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  მარი ხარძიანმა კი სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ელექტრონული სერვისებისა და სააგენტოს მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ  წარუდგინა პრეზენტაცია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას. 

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციით და დაფინანსებით იმყოფება. დელეგაციას ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ზოჰორუდინ შირზადასი ხელმძღვანელობს.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]