weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საჯარო რეესტრის რეგიონული ფილიალები ვებკამერებით აღიჭურვა

12:47 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ფილიალები შშმ პირების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვებკამერებით აღიჭურვა. ვებკამერების საშუალებით განხორციელდება შშმ პირების მონაწილეობით გარიგებებზე ხელმოწერის დამოწმების მიმდინარეობის სრული ვიდეოჩაწერა.

ამ მიზნით ვებკამერები საჯარო რეესტრის 35-ივე რეგიონულ ფილიალში განთავსდა. შედეგად შშმ პირებს გარიგებაზე ხელმოწერის დასამოწმებლად ნოტარიუსთან სტუმრობა აღარ მოუწევთ და ისინი ამ მომსახურებას საჯარო რეესტრის რეგიონულ ფილიალებშიც მიიღებენ.

აღნიშნულ უფლებამოსილებას საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 23-ე მუხლში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 1-ელ თებერვალს შევიდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვიდეოჩანაწერებს შეინახავს და დააარქივებს.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]