weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღებისთვის შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

13:55 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ომის ვეტერანია და შსს-ში 2004 წლიდან არის დასაქმებული.

„ლიბერთი ბანკის“ ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა 2 მარტს, დილით მოხდა. ორმა თავდამსხმელმა საინკასაციოდ გამზადებული ფული და ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები გაიტაცეს.

ყაჩაღობაში ბრალდებულები – გ.ჯ.-მ და ო.ხ. – პოლიციამ 6 მარტს დააკავა. გატაცებული ფული, კალაშნიკოვის სისტემის ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ინკასატორებისგან გატაცებული პისტოლეტები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოფელ ონარიაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ელექტროსადგურის დარაჯები გაიტაცეს, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათი ავტომობილი გაიტაცეს.

„ბრალდებულებმა აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით განახორციელეს ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს. პოლიციამ ავტომობილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ სოფელში მიტოვებული იპოვა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და დაუფლების, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]