weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბავშვებთან გარყვნილი ქმედების მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს

17:34 შაბათი, 01 ივლისი 2017

ახალციხეში 5 არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, 51 წლის მამაკაცი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული არასრულწლოვნებს ტელეფონის ნომრებს მოტყუებით ართმევდა, შემდეგ კი უკავშირდებოდა და ინტიმურ კავშირზე დათანხმების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

მამაკაცის დაკავების მიზნით ერთ-ერთი არასრულწლოვანი მას შეხვედრაზე დათანხმდა. ინსცენირებული პაემნის დროს ბრალდებული პოლიციამ დააკავა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 26 ივნისს გაიმართა. იმის გამო, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება და არასრულწლოვნები ფიგურირებენ, სასამართლო სხდომები დახურულია.

ბრალდებულმა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მიმართა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა, რაზეც უარი ეთქვა.

„ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება, რადგან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18–140–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]