weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გლდანში საქართველოს ბანკის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

16:06 პარასკევი, 08 მარტი 2019

გლდანში, საქართველოს ბანკის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ბანკის დასაყაჩაღებლად გატაცებული ავტომობილით მივიდა. მათ თან მძევალიც ჰყავდათ, რომლის მეშვეობითაც, დაცვის პოლიციის გამოჩენის შემდეგ, ტერიტორია დატოვეს და მიიმალნენ.

თავდასხმა დღეს დილით, 10:30 საათზე მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დაცვის პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ბანკის ტერიტორიის დატოვების შემდეგ მათ მძევლად აყვანილი გოგონა ქუჩაში ჩამოსვეს. ის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ბოროტმოქმედებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი გატაცებული ავტომობილის მფლობელიც, რომელიც ბანკის დაყაჩაღებამდე გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოასწრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

ამ დროისთვის სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]