weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პოლიცია გორში 13 წლის გოგონას მიმართ ბიძის სავარაუდო გარყვნილ ქმედებას იძიებს

12:02 კვირა, 10 მარტი 2019

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 13 წლის გოგონა ბიძას მის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მერვე კლასის მოსწავლე გოგონამ მასწავლებელს უთხრა, რომ ბიძა, რომელთან ერთადაც ერთ სახლში ცხოვრობს, სხეულზე ეხებოდა და ეფერებოდა.

„დირექტორის მხრიდან ამას მოჰყვა ის რეაქცია, რომ ჯერ დედას გაესაუბრნენ, შემდეგ კი საჭიროდ ჩათვალეს, მიემართათ სოციალური სამსახურისა და პოლიციისთვის. დედას მიაჩნდა, არაფერი არანორმალური არ არის იმაში, რომ ბიძა მის ხელში გაზრდილ ბავშვს ეფერებოდეს“, – ამბობს გორის საგანმანათლებლო რესიურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ამასთან, სამართალდამცავებმა შემაკავებელი ორდერი გამოწერეს, რომლის საფუძველზეც ბიძას ბავშვთან მიახლოება ერთი თვით, გამოძიების დასრულებამდე აეკრძალა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, უკვე ერთი კვირაა, რაც გოგონა სკოლაში აღარ დადის და დედასთან ერთად დროებით საცხოვრებლად სხვა რეგიონშია გადასული, მისი ბიძა კი იმავე სახლში რჩება.

„ჩემი ძმა თავს იგიჟებს ნათესავებთან წავალ, ბავშვი სახლში მოიყვანეთ და სკოლაში მიიყვანეთო. მე - არა. მე ჩემს ძმას ვერ ვეტყვი, სახლში არ მოხვიდე-მეთქი“, – ამბობს ბავშვის მამა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს. აქედან 86 პირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირშია (სსკ-ის 140-ე მუხლი) მხილებული, 4 პირი მხილებულია გაუპატიურებაში (სსკ-ის 137-ე მუხლი), 2 სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში (სსკ-ის 138-ე მუხლი), ხოლო 24 გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]