weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

დღეიდან აღდგომის მარხვა დაიწყო

10:37 ორშაბათი, 11 მარტი 2019

დღეიდან მართლამადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი მარხვა დაიწყო, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას წელს 28 აპრილს იზეიმებს.

მორწმუნეებისთვის დიდი მარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები შაბათ-კვირის გარდა, უზეთო საკვებს იღებენ. ვისაც ეს არ შუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს.

პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს. კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.

გუშინ, დიდი მარხვის დაწყების წინ, ანუ ყველიერის ბოლო კვირას, შენდობის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა აღევლინა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]