weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სასამართლომ „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლების სარჩელი დააკმაყოფილა

17:51 ორშაბათი, 11 მარტი 2019
არქივის ფოტო არქივის ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია „იბერიას“ 18 ყოფილი თანამშრომლის სარჩელი და კომპანიას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 11 მარტს მიიღო. ჟურნალისტების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 18 ჟურნალისტის სასარჩელო მოთხოვნები და დაავალა შპს „იბერია TV“-ს მოსარჩელეებისთვის აენაზღაურებინა ორი თვის შრომის ოდენობის კომპენსაცია, ერთი კვირის სახელფასო დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით“, – განაცხადეს საია-ში.

„იბერიამ“ მაუწყებლობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 16 ოქტომბერს შეწყვიტა. ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ იძულებულნი გახდნენ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა „ომეგა ჯგუფს“, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია შედის.

კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით სამსახურის გარეშე დარჩენილმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ტელეკომპანიამ ფინანსური პრობლემებისა და მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]