weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

10:12 სამშაბათი, 12 მარტი 2019

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი პოლიციამ მარნეულში, მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.

ნაგლიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო „რეკორდერმა“ გაავრცელა. „რეკორდერის“ ცნობით, ძიუდოისტს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთხელ დაარღვია. მისი დაპატიმრება კი მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ქალმა პოლიციაში წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]