weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ირაკლი კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა – დაურ კოვე

15:59 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019
ფოტოზე დაურ კოვე ფოტოზე დაურ კოვე

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დაკავებულმა 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. ამის შესახებ კოვემ JAMnews-ის სოხუმელ კორესპონდენტს განუცხადა.

„კვარაცხელია რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ეს მოხდა 12 მარტს, 16 საათზე და 55 წუთზე. კვარაცხელია სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. ის დატოვეს ოთახში, რათა მას განმარტებითი ბარათი დაეწერა. თუმცა, რამდენიმე ხანში იგი ამ ოთახში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს ყველაფერი ერთი საათის განმავლობაში მოხდა“, – ამბობს დაურ კოვე.

გუშინ, 12 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცხელი ხაზით მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე სადამკვირვებლო მისიას დე ფაქტო ხელისუფლებამ შეატყობინა. ირაკლი კვარაცხელია მათ მიერ იყო დაკავებული.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ევროკაშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი, დღეს სოხუმში გაემგზავრნენ, სადაც კვარაცხელიას საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.

„საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და უკვე გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]