weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოზურგეთში ავარიის შედეგად 25 წლის მამუკა ნაცვალაძე დაიღუპა

21:40 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 25 წლის მამუკა ნაცვალაძე გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ. მოტოციკლს ნაცვალაძე მართავდა.

ექიმების თქმით, სამედიცინო ცენტრში მიყვანისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი საავადმყოფოში მკურნალობს.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამუკა ნაცვალაძე ერთ-ერთ „სოკარის“ სადგურზე მუშაობდა და შესვენებაზე იყო გასული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]