weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში რუსი ოკუპანტების შემოჭრას არ ადასტურებს

15:42 პარასკევი, 15 მარტი 2019

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში იმყოფებიან. სუს-ი მოუწოდებს ყველას, პროვოკაციული განცხადებები არ გააკეთონ.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დღეს, 15 მარტს, სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. სალიას თქმით, ოკუპანტები მოსახლეობის ეზოებში დგანან. იგივე ინფორმაციას ავრცელებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხურვალეთის საგუშაგოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იმყოფებიან და მათ სოფელში არ უშვებენ.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Qartli.ge ხურვალეთის სკოლის პედაგოგს დაუკავშირდა. ზიზი კურმაშვილმა განაცხადა, რომ „ხურვალეთში დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება“ და ინფორმაცია, თითქოს რუსმა სამხედროებმა სოფელი დაიკავეს, სიმართლე არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]