weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ახმეტაში გარდაცვლილი მაშველი სამხედრო პატივით დაკრძალეს

16:40 შაბათი, 16 მარტი 2019
ფოტო © საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო © საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი, 34 წლის ლევან ოღაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საპატიო ყარაულმა მეხანძრე-მაშველის ხსოვნას საგანგებო ზალპით პატივი მიაგო. ჩოხოსნებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გადასცეს.

ქისტაურში ლევან ოღაძისთვის პატივის მისაგებად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მეხანძრე-მაშველები ჩავიდნენ.

ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე 12 მარტს დაიღუპა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]