weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

რუსმა სამხედროებმა სოფელ დიცთან 21 წლის მამაკაცი დააკავეს

10:11 ორშაბათი, 18 მარტი 2019

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცთან, რუსმა სამხედროებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 21 წლის გივიკო ბერუაშვილი დააკავეს.

უკანონო დაკავება გუშინ, 17 მარტის საღამოს მოხდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დიცში გორის მერის წარმომადგენელმა მერაბ ბადაშვილმა განუცხადა, რომ დაკავებული წარმოშობით ოკუპირებული ერედვიდანაა.

„როგორც მითხრეს, სოფელში სტუმრად ყოფილა. პაპასთან ერთად სახლში უქეიფიათ. ერედვის ნოსტალგია მოეძალა და ჩვენი სოფლის ბოლოს, ბაღებისკენ წასულა, იქნებ დავინახოო. მითხრეს ისიც, რომ ბიჭი კარგადაა, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები“, – ამბობს მერაბ ბადაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]