weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საგარეჯოს სოფლებში სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები დასრულებულია

16:22 ორშაბათი, 18 მარტი 2019

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორებმა აღწერითი სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დაასრულეს.

სულ, 45 სოფელში აღწერილია 17137 მიწის ნაკვეთი, 31762 შენობა-ნაგებობა, 17137 სამისამართო ერთეული, 1054 ინტერესის ობიექტი და 824 საგზაო ნიშანი. ამჟამად საველე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს.

სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების საველე აღწერა ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია. პროექტის პირველ ეტაპზე, ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სოფლებში პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით მუშაობენ და როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს ერთიანად, ციფრულ ფორმატში აღწერენ.

ეროვნული სანავიგაციო სისტემა მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებასა და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. 

რაც შეეხება მოწესრიგებულ სამისამართო სისტემას, მოსახლეობითვის ისეთი სერვისების მიწოდება გაუმჯობესდება, როგორიცაა - პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]