weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რადიო თავისუფლების ქართული და ჩრდილოკავკასიური სამსახურები შესაძლოა დაიხუროს

12:09 სამშაბათი, 19 მარტი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონ დოლარამდე შემცირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ქართული სამსახური წერს.

თეთრი სახლის მიერ წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის მკვეთრ შეკვეცას, მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილოკავკასიური სამსახურების დახურვას 2020 ფინანსური წლისთვის. პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.

„გასულ წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ აუდიტორიამ ყოველკვირეულად 34 მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც 30%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. ეს ადასტურებს, რომ ობიექტური ჟურნალისტიკის მიმართ ინტერესი მზარდია რუსეთში, ირანში, პაკისტანსა და რადიო თავისუფლების ყველა სხვა სამიზნე ქვეყანაში“, – განაცხადა რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დეიზი სინდელარმა.

საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს. დეიზი სინდელარის თქმით, 2020 ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გაგზავნა გრძელი პროცესის პირველი ნაბიჯია.

„რამდენადაც არ უნდა სურდეთ ჩვენს კრიტიკოსებს ზოგიერთი ქვეყნიდან წასული გვიხილონ,
ჩვენ მოველით რომ გავაგრძელებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას აშშ-ის მხარდაჭერით“,
– აღნიშნა სინდელარმა.

რადიო თავისუფლება 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს. მისი მისიაა ობიექტური და პროფესიული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდება ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედია შეზღუდულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]