weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ელექტრომობილების მფლობელები ბათუმის ბულვარში მუშაობის უფლებას ითხოვენ

17:34 სამშაბათი, 19 მარტი 2019

მოპედების, კვადროციკლებისა და ელექტრომობილების გამქირავებლებმა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და ტურისტული სეზონის პერიოდში ბულვარში მუშაობის უფლება მოითხოვეს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნა და პირველი მაისიდან ამ ტერიტორიაზე, ასევე პარკებსა და სკვერებში ელექტრომობილების მოძრაობა აიკრძალა.

აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიასთან განაცხადეს, რომ აკრძალვების შესახებ წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულები, ამიტომ არ იციან საქმიანობა სად და როგორ გააგრძელონ.

„გაფრთხილება რომ მიეცათ შარშან, წელს აღარ შეიძენდნენ ახალ ტრანსპორტს. რომ შეიძინეს უკვე, რა უნდა ქნან? თუ წელს ნებას დაგვრთავენ, მომავალი წლისთვის აღარ ვიქნებით მომზადებულები“;

„ჩვენ თვითონ დავაწესეთ რეგულაცია, რომ თუ მოპედების რაოდენობა იყო 1300, შემცირდება 300-მდე. ამ ყველაფრს ჩვენ დავარეგულირებთ. მოპედებზე ლოგოები უნდა იქნეს დატანილი, რომ სხვა უცხო მოპედი არ შემოვიდეს“;

„შექმნან საქართველოში პირობები, რომ ხალხი დაასაქმონ. პირადად მე სულ არ მინდა მოპედისა და ველოსიპედის ქირაობა. მომცენ წესიერი სამსახური და წავალ“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიასთან.

მათივე თქმით, გარდა იმისა, რომ ელექტრომობილების რაოდენობას შეამცირებენ, სიჩქარეს დაარეგულირებენ და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

აქციის მონაწილეებსა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ადმინისტრაციის უფროსის, ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, ბულვარში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვა საზოგადოების დაკვეთა იყო.

„ეს არის სარეკრეაციო ზონა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ რეკრეაციული ზონა იყოს რეკრეაციული ზონა და არ მოხდეს ისე, რომ ადამიანი შემოვიდეს დასასვენებლად და გავიდეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებით“, – განაცხადა ჯინჭარაძემ.

როგორც მან აჭარის ტელევიზიას უთხრა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბულვარში ელექტრომობილების მოძრაობასთან დაკავშირებით 61 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და უამრავი ადამიანი დაშავდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]