weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2021

პეკინზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღებისთვის მამა-შვილი დააკავეს

11:55 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019 hits 557

პოლიციამ თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გიროს“ ფილიალის დაყაჩაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით მამა-შვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. არიან.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე ყაჩაღური თავდასხმა გუშინ, 19 მარტს მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს.

„დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.შ და ე.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე , სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]