weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

13:28 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

ოკაცეს კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ვიზიტორებისთვის გახსნილია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით, რაც კანიონში მოგზაურობას უფრო უსაფრთხოს გახდის.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს - ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლების და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 120 328 ლარი დაიხარჯა.

ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთში, ხონის რაიონის სოფელ გორდის მიდამოებში მდებარეობს. კანიონის 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მეტრი სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.

ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის 8 ლარია, უცხოელებისთვის კი 15. მოსწავლეებსა და სტუდენტებს კანიონის დათვალიერება 5 ლარად შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]