weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მარნეულში ფერმერს 30 ძირი კაკლის ხე გაჩეხილი დახვდა

11:01 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში მცხოვრებ ელნურ მასიმოვს საკუთარ ბაღში 30 ძირი კაკლის ხე გაუჩეხეს. ფერმერმა მარნეულის სათემო რადიოსთან განაცხადა, რომ სულ 50-მდე კაკლის ხე ჰქონდა დარგული, პირველი მოსავალი კი გასულ წელს აიღო.

„ორი დღეა მიწის დასამუშავებლად გამოვედი და ხეები აღარ დამხვდა. არავისზე ეჭვი არ მაქვს, ვის ვუჩივლო, არც მინახავს. ვინც ეს ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს“, – ამბობს მასიმოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება არ შესულა, დღეს კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]