weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გიორგი მარგველაშვილი დუშეთში კოტეჯს ტურისტებზე აქირავებს

13:46 კვირა, 24 მარტი 2019

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი დუშეთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ კოტეჯს ტურისტებზე აქირავებენ. განცხადება და კოტეჯის ფოტოები ვებგვერდ Airbnb-ზეა განთავსებული. კოტეჯში ერთი ღამის გატარება 80 დოლარი ღირს.

კოტეჯი გიორგი მარგველაშვილმა ორი წლის წინ, პრეზიდენტობის პერიოდში ააშენა. როგორც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, კოტეჯში არსებული ავეჯის ნაწილი, მათ შორის, საწოლი და სკამები მისი დამზადებულია და საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას მიერ არის მოხატული.

მაკა ჩიჩუას თქმით, კოტეჯის გაქირავების იდეა მას გაუჩნდა და ყოფილმა პრეზიდენტმაც მოიწონა.

„მოვიფიქრე და შენ ხომ არ ხარ წინააღმდეგი, რომ გავაქირაოთ-მეთი. არა, პირიქით, კარგი იდეაა, თან შემოსავლის წყარო იქნება, თან გააცნობ ტურისტებსო. რატომაც არა? ვინც ამოდის აქ, მერე უკვე, დაკვირვების შედეგად, იმდენად დიდია აღტაცება... 80 დოლარი ჩვენი რეალობისთვის არ არის ცოტა“, – ამბობს მაკა ჩიჩუა.

გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 2018 წლის დეკემბერში ამოეწურა. მისი თქმით, პენსია არ აქვს, თანამდებობის დატოვების დროს კი მხოლოდ 6000 ლარის დანაზოგი ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]