weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა

17:05 სამშაბათი, 26 მარტი 2019

თურქეთიდან საქართველოში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს. მატარებელი ამ დროისთვის ახალქალაქის სადგურშია გაჩერებული.

ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ახალქალაქის სადგურზე მატარებელი 24 მარტს გაჩერდა. ამ სადგურში ერთმანეთს ევროპული და რუსული ლიანდაგები უერთდება. აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენელმა, ადალათ ბოგიროვმა „ნორთან“ განაცხადა, რომ მატარებლის ბორბლები ამ დროს ავტომატურ რეჟიმში იცვლება. მისივე თქმით, სამგზავრო მატარებელი შვეიცარიიდან, სტამბოლისა და ანკარის გავლით, აზერბაიჯანის დედაქალაქის მიმართულებით სატესტო რეჟიმში, მგზავრების გარეშე მიდის. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მატარებლის შემოსვლაა დაგეგმილი.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობაც 2008 წელს დაიწყო, ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს, ბაქოში გაიხსნა. სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გადის.

სარკინიგზო მაგისტრალზე სამგზავრო რეისის დანიშვნის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]