weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თელავში ახალგაზრდა ქალმა დედა დანით დაჭრა

12:50 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

თელავში ახალგაზრდა ქალმა დედა დანით დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 30 წლამდე ქალია დაკავებული.

დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, ქალს მხარში მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და საავადმყოფოში მისი მოთავსება საჭირო არ გახდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 111 –117-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]