weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი მატება 15.7%-ით შემცირდა

14:12 პარასკევი, 29 მარტი 2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა (მათ შორის – 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო), რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის. 2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 161 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328 ბავშვი).

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 15.7%-ით შემცირდა.

 

რეგიონები, სადაც 2018 წელს სიკვდილიანობა შობადობას აღემატებოდა:

2018 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

იმერეთი – დაიბადა 6 757 ადამიანი, გარდაიცვალა - 8 005

სამეგრელო-ზემო სვანეთი – დაიბადა 3 972 ადამიანი, გარდაიცვალა - 4 904

გურია – დაიბადა 1 272 ადამიანი, გარდაიცვალა - 1 691

კახეთი – დაიბადა 4 159 ადამიანი, გარდაიცვალა - 4 529

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – დაიბადა 328 ადამიანი, გარდაიცვალა - 656

მცხეთა-მთიანეთი – დაიბადა 1 067 ადამიანი, გარდაიცვალა - 1 329

შიდა ქართლი – დაიბადა 3 336 ადამიანი, გარდაიცვალა - 3 398 

 

რეგიონები, სადაც 2018 წელს ბუნებრივი მატება დაფიქსირდა:

აჭარა – დაიბადა 5 800 ადამიანი, გარდაიცვალა - 3 438

თბილისი – დაიბადა 16 161 ადამიანი, გარდაიცვალა - 12 122

ქვემო ქართლი – 6 179 ადამიანი, გარდაიცვალა - 4 525

სამცხე-ჯავახეთი – 2 107 ადამიანი, გარდაიცვალა - 1 927

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]