weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ცესკომ საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

17:53 შაბათი, 30 მარტი 2019

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ოზურგეთის, მარნეულის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 19 მაისს ჩატარდება.

საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 26 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები - 362 საარჩევნო უბანზე.

„სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისთვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. იქიდან გამომდინარე, რომ ხელმოწერების რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 პროცენტის მიხედვით, სხვადასხვა ოლქისთვის ხელმოწერების რაოდენობა განსხვავდება“, – ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

19 მაისს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებიც გაიმართება.

საერთო ჯამში, 19 მაისს არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 401 750 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]