weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი 10 ჰექტრით გადმოწიეს

14:00 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი 10 ჰექტრით გადმოწიეს, რის გამოც ადგილობრივების მიწის ნაკვეთები საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი გუშინ დადგეს.

სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლები ე.წ. საზღვრის გადმოწევა მოსავლის აღების პერიოდს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ოკუპანტებს მათი მოსავლის მიტაცება სურთ.

„საზღვრის გადმოწევა ჩვენსკენ ყოველ წელს ხდება. დღეის მდგომარეობით მოსავალი ასაღებია და ალბათ ამიტომ მოხდა, მოსავლის მიტაცებაც უნდათ. შემდგომში შეიძლება მთლიანად დაიკარგოს დაახლოებით 31 ჰექტარი, თუ ისინი მოიწადინებენ. თუ წინააღმდეგობა არ იქნება, შეიძლება ამ ადგილამდეც მოვიდნენ,“ - განაცხადა ბერშუეთის მკვიდრმა გოდერძი ერაბაშვილმა.

ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერის დადგმას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. სუს-ის განცხადებით, სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს და პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

„აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში," - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საოკუპაციო ხაზის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთისთვის“ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები საქართველოს მოქალაქეებს თვითნებურად აკავებენ, რასაც უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე დღიანი ან თვიანი პატიმრობა, დაჯარიმება და შემდგომ განთავისუფლება მოჰყვება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ხელოვნური ბარიერების საერთო სიგრძე თითქმის 51 კილომეტრს შეადგენდა.  2009 – 2015 წლის მარტის განმავლობაში საზღვრის ე.წ. „არალეგალურად გადაკვეთისთვის“ ცხინვალის რეგიონში 840 ადამიანი დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]