weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“ – შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართება

21:40 კვირა, 31 მარტი 2019

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვის შემდეგ, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. საპროტესტო აქცია ხვალ, პირველ აპრილს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება.

„ბიზნესის ინტერესებს კიდევ ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რისთვის შრომობენ ადამიანები? რომ ერთ დღეს სამსახურში მიწამ ჩაიტანოთ და სიცოცხლე ასე დაასრულონ?

ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!

გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს. სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს. ვითხოვთ, შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]