weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პანკისში სუს–ის თანამშრომელს თავს დაესხნენ

17:31 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ვანო ცხადაძეს თავს ტყის მცველი დემნა (სპარტაკ) ბორჩაშვილი დაესხა. თვითმხილველების ცნობით, სპარტაკ ბორჩაშვილმა დანით სუს–ის თანამშრომლის ავტომობილი დააზიანა. მათივე  თქმით, თავდასხმის დროს სუს–ის თანამშრომელი ავტომობილში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

ინციდენტი 29 ივნისს მოხდა. პანკისის სათემო რადიო WAY–ს ინფორმაციით, 51 წლის სპარტაკ ბორჩაშვილი ვანო ცხადაძეს სამსახურის დაკარგვაში ადანაშაულებდა.

„სპარტაკ ბორჩაშვილი ვანო ცხადაძეს უყვიროდა, რომ სამსახური მისი ჩარევით დაკარგა, რადგან ცხადაძეს ტყის მცველად თავისი ახლობლის დანიშვნა უნდოდა. ბორჩაშვილი ამის გამო იყო გამწარებული და სუს–ის თანამშრომელს ემუქრებოდა“, – ციტირებს პანკისის სათემო რადიო ერთ–ერთი თვითმხილველის კომენტარს.

სპარტაკ ბორჩაშვილი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს განუცხადეს, რომ დაკავებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე და 187–ე მუხლების პირველი ნაწილით წაუყენა, რაც გულისხმობს მუქარას და ნივთის დაზიანებას.

სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა 8 ათასი ლარის ოდენობით.

სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე  გვაზავას ინფორმაციით, დემნა (სპარტაკ) ბორჩაშვილი პანკისის ხეობაში ტყის მცველად (მოვალეობის შემსრულებლად) ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა 26 ივნისს ჩატარებული კონკურსი ვერ გაიარა და 27 ივნისს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. სატყეო სააგენტოს განმარტებით, ბორჩაშვილმა ტყის მცველის ვაკანტურ პოზიციაზე მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]